ირაკლი ქარსელაძე - კახეთში საგზაო, მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს
11 თებერვალი 2022საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის რეგიონში, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო, წყალმომარაგებისა და „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
მინისტრი, მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოებს.
,,კახეთში მოვინახულეთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც უკავშირდება მუნიციპალურ განვითარტეთთე, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებს. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მატანში, ფაქტობრივად, თვის ბოლოს უკვე იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ კახეთის მიმართულებით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში საგზაო, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის განვითარების, ისევე როგორც მუნიციპალური განვითარების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ყვარელში დასრულდა ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე 2 შენობის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 4 შენობის განახლების და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშოები. ლაგოდეხში მიმდინარეობს ზაქათალის ქუჩისა და ე.წ. „პოლკოვის ბაღის“ რეაბილიტაცია. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის კი, 39.6 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი მიმდინარეობს. მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, რეაბილიტირდება არსებული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ჭაბურღილები და მილსადენი. ასევე, აშენდება წყალარინების ახალი ქსელი და დაიწყება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო სამუშაოები. პროექტების დასრულების შემდეგ, ყვარლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე სისტემებითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს ახმეტაშიც. უკვე დასრულდა ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის ურბანული განახლება, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ტროტუარები, ბორდიურები, ღობეები, სახლებში შესასვლელი ჭიშკრები და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. მიმდინარე თვეში კი დაიწყება ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის 11 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები და 2 სკვერის კეთილმოწყობა. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარი.ლაგოდეხში მიმდინარეობს ზაქათალის ქუჩისა და ე.წ. „პოლკოვის ბაღის“ რეაბილიტაცია
წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელი მატანშიც. შენდება სათავე ნაგებობა, ახალი რეზერვუარი, ეწყობა მაგისტრალური და 65 000 მშიდა ქსელი, რის შედეგადაც 4500-მდე ადგილობრივ მოსახლეს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.